Friday, December 6, 2013
ძალიან საინტერესო ტრენინგი გვიტარდება. "ინტელის" კურსი გვეხმარება თუ როგორ შევქმნათ ტექნოლიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.შევქმენი პროექტის პორტფოლიო,რომელიც დამეხმარება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში,სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის
21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების განვითარებაში.
დავიწყე პროექტის დაგეგმვა. შევარჩიე თემა"ჯანსაღი კვება",ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,შევუსაბამე სტანდარტები
თემის შინაარსი:მოსწავლეები ისწავლიან ჯანსაღ კვებასა და მის დაგეგმვას.ისინი შეისწავლიან კვებით პირამიდას და საკვების კატეგორიზაციას თითოეულ ჯგუფში.დაეუფლებიან ჯანსაღი კვების ჩვევებს და რაც ყველაზე მთავარია, გააცნობიერებენ თუ როგორ შეარჩიონ ჯანსაღი საკვები,რათა უკეთ გაიზარდნონ და ისწავლონ. მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციებს, რომ აჩვენონ თუ როგორ ირჩევენ ჯანსაღ საკვებს და როგორ მოქმედებს ეს არჩევანი მათზე. ისინი გააკეთებენ პოსტერებს ,სადაც გამოსახავენ მათი არჩეული საკვების მენიუს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment