Sunday, December 15, 2013

მეექვსე მოდულის რეფლექსია

ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო.
დავხვეწეთ პორტფოლიოს შაბლონი,დროში გაწერილი გეგმა,შევიტანეთ ცვლილებები
პროცედურებში,

Saturday, December 7, 2013

მესამე მოდულის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ ინტერნეტიდან მასალის გადმოწერა პროექტისთვის.კიდევ ერთხელ გავიაზრეთ სტანდარტები.ვისწავლეთ როგორ გადმოვიწეროთ ვიდეოები.

Friday, December 6, 2013

ძალიან საინტერესო ტრენინგი გვიტარდება. "ინტელის" კურსი გვეხმარება თუ როგორ შევქმნათ ტექნოლიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.შევქმენი პროექტის პორტფოლიო,რომელიც დამეხმარება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში,სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების განვითარებაში. დავიწყე პროექტის დაგეგმვა. შევარჩიე თემა"ჯანსაღი კვება",ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,შევუსაბამე სტანდარტები თემის შინაარსი:მოსწავლეები ისწავლიან ჯანსაღ კვებასა და მის დაგეგმვას.ისინი შეისწავლიან კვებით პირამიდას და საკვების კატეგორიზაციას თითოეულ ჯგუფში.დაეუფლებიან ჯანსაღი კვების ჩვევებს და რაც ყველაზე მთავარია, გააცნობიერებენ თუ როგორ შეარჩიონ ჯანსაღი საკვები,რათა უკეთ გაიზარდნონ და ისწავლონ. მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციებს, რომ აჩვენონ თუ როგორ ირჩევენ ჯანსაღ საკვებს და როგორ მოქმედებს ეს არჩევანი მათზე. ისინი გააკეთებენ პოსტერებს ,სადაც გამოსახავენ მათი არჩეული საკვების მენიუს.